RegenLaw - Energy and Environmental Law
პროექტის სახელწოდება: რეგიონული ინტერდისციპლინარული სამაგისტრო სწავლება ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამართალში. ენერგეტიკის საკითხებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობაში. 2009 წელს ინიცირებული აღმოსავლეთ სამეზობლო ინიციატივის ფარგლეში, ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოში განხორციელდა რამდენიმე პროექტი, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ენერგეტიკის რამდენიმე სფეროში (ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგეტიკის ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურის განვითარება, ენერგომიწოდებაში ურთიერთკავშირების დამყარება და მისი დივერსიფიცირება, მარეგულირებელი ჩარჩოსა და ევროკავშირის ენერგოპოლიტიკასთან დაახლოება) საუკეთესო შედეგების მიღწევას.