• image
  • image
  • image
Previous Next

დებულება

ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამართლებრივი უზრუნველყოფის საკონსულტაციო ბიურო

მიღებულია საქართველოს ტექნიკურიუნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ
2013 წლის 18 ივნისი #940 დადგენილებით
და დამტკიცებულია უნივერსიტეტის სენატის მიერ 2013 წლის 3 ივლისის #3 გადაწყვეტილებით.

1. ზოგადი დებულებები

1.1 საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (შემდგომში _ სტუ) თვითდაფინანსებაზე მყოფი საფაკულტეტო სასწავლო/სამეცნიერო ერთეული _ `ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამართლის საკონსულტაციო ბიურო“ (შემდგომში: ბიურო) შექმნილია და დამტკიცებულია სტუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ივნისის #940 დადგენილებით და სტუ-ს სენატის 2013 წლის 3 ივლისის #3 გადაწყვეტილებით; ბიურო შექმნილია თEMPUშ-ის პროგრამის ,,ინტერდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამა ენერგეტიკასა და გარემოს დაცვის სამართალში“ ფარგლებში და წარმოადგენს სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ფინანსურად დამოუკიდებელ (თვითდაფინანსების პრინციპით მოქმედ) სტრუქტურულ ერთეულს.
1.2 ბიურო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, სტუ-ს წესდების, წინამდებარე დებულების, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
1.3 ბიურო მოქმედებს თვითდაფინანსების პრინციპით, ის შუამდგომლობს უნივერსიტეტის წინაშე შეკვეთებისა და შესაბამის ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით, მისი დებულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად;
1.4. საჭიროების შემთხვევაში, ბიურო შუამდგომლობს უნივერსიტეტის წინაშე, როგორც საქართველოს, აგრეთვე სხვა ქვეყნის სპეციალისტების მოწვევის და მათთან სათანადო შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების თაობაზე;
1.5. რექტორის, შესაბამისი დარგის რექტორის მოადგილის, აკადემიური საბჭოს ან სენატის მოთხოვნით შეიძლება ჩატარდეს ცენტრის ანგარიშის რიგგარეშე განხილვა.

2. ბიუროს საქმიანობის მიზნები და ძირითადი მიმართულებები
2.1 წინათქმა
ის რაც აქტუალურია ევროპაში, აქტუალურია საქართველოშიც, ვინაიდან საქართველო თამამად არის ევროპის ნაწილი.

ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის საკითხებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობაში. 2009 წელს ინიცირებული აღმოსავლეთ სამეზობლო ინიციატივის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით, საქართველოში განხორციელდა რამდენიმე პროექტი, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სფეროში (ენერგოეფექტურობა, განახლებადი ენერგეტიკის ხელშეწყობა, ინფრასტრუქტურის განვითარება, ენერგომიწოდებაში ურთიერთკავშირების დამყარება და მისი დივერსიფიცირება, მარეგულირებელი ჩარჩოსა და ევროკავშირის ენერგოპოლიტიკასთან დაახლოება) საუკეთესო შედეგების მიღწევას.
2.2. ბიუროს საქმიანობის მიზნები:
2.2.1 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის აკადემიური წრეების თანამშრომლობის გაღრმავება ევროპულ უნივერსიტეტებთან, რაც ითვალისწინებს:
• გამოცდილების გაზიარებას ევროპული სტანდარტების სფეროში;
• საბაზრო ეკონომიკის შესაბამისი საგანმანათლებლო დღის წესრიგისა და პროგრამების შემუშავებას;
• თანამედროვე ლიტერატურის შექმნას;
• მასწავლებელთა უნარჩვევების ამაღლებაზე გამიზნული ტრენინგების ჩატარებას;
• სტუდენტთა სწავლას უცხოეთში;
• ფაკულტეტის მართვის გაუმჯობესებას;
• ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებასა და განვითარებას;
• ფაკულტეტის არააკადემიური თანამშრომლების მომზადებას.
2.2.2. ერთობლივი პროექტების განხილვა და სტრუქტურული ღონისძიებების განხორციელება, რომელთა მიზანია:
• უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის გაუმჯობესება ან აკადემიური პროგრამების დახვეწა;
• უმაღლესი განათლების სისტემის ხარისხის გაზრდა და ევროკავშირში მიმდინარე პროცესებთან მათი კონვერგენცია.
2.2.3. ევროპულ უნივერსიტეტებთან სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ტექნიკური და ეკონომიკური სახის ინფორმაციისა და მონაცემების ურთიერთგაცვლა:
• ენერგეტიკის სფეროში;
• ნახშირორჟანგის ემისიებზე;
• განახლებად და მწვანე ენერგიებზე:
• ენერგოპროექტებზე;
• ენერგოკონტრაქტებზე;
• ენერგეტიკული პროექტების მენეჯმენტის სამართებლივ რისკებზე;
• საქართველოში გარემოს დაცვის სამართლის, როგორც სამართლის დარგის განვითარებაზე;
• საზოგადოებაში გარემოს დაცვის ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე.
3. ბიუროს შემადგენლობა და მართვა
3.1 ბიუროს ძირითად შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ:
• ბიუროს მმართველი ჯგუფი, რომელიც შედგება ტემპუსის პროექტში ,,რეგიონული ინტერდისციპლინარული სწავლება ენერგეტიკასა და გარემოს დაცვის სამართალში” მონაწილე ოთხი წევრისაგან (გია არაბიძე, ოთარ ზუმბურიძე, თენგიზ ჯიშკარიანი, მაკა გუდიაშვილი.)
• მიზნობრივი სასწავლო შემოქმედებითი ჯგუფები;
• სამეცნიერო მიმართულების მიხედვით ჩამოყალიბებული სექტორები.
3.2 ბიუროს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით. ბიუროს უფროსის თანამდებობა არ წარმოადგენს უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობას;
3.3 ბიუროს უფროსი უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს კონტროლი ბიუროს თანამშრომლების მიერ მათზე განპირობებული სამუშაოს დროული და სრული მოცულობით შესრულებაზე, შრომის ანაზღაურებასა და სხვა ადმინისტრაციულ ღონისძიებებზე;
ბ) მოაწყოს ბიუროს სამეცნიერო შრომების, განხორციელებული/მიმ დინარე პროექტების, გამოშვებული/შედგენილი სახელმძღვანელოების, ახალი სამუშაოების და ა.შ. პრეზენტაციები;
გ) განახორციელოს ბიუროს ეფექტიან მართვასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა აუცილებელი საქმიანობა;
დ) მოამზადოს ხელშეკრულებების პროექტები და გასაფორმებლად წარუდგინოს სტუ-ს რექტორს.
3.4 ბიუროს უფროსს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ენიჭება პასუხისმგებლობა სამეცნიერო სამუშაოების და საგანმანათლებლო საქმიანობის მოცულობის, მიმართულებების, შესრულების ვადების, შინაარსის და ხასიათის განსაზღვრისათვის, აგრეთვე ბიუროსათვის სარგებლობის უფლებით გადაცემული უნივერსიტეტის ქონების მიზნობრივად გამოყენების, შენახვისა და გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნებისათვის;
3.5 ბიუროს პერსონალი შედგება სამეცნიერო, სასწავლო და დამხმარე პერსონალისაგან;
3.6 ბიუროს პერსონალს ნიშნავს და სამუშაოდან ათავისუფლებს უნივერსიტეტის რექტორი ბიუროს უფროსის წარდგინების საფუძველზე;
3.7 ბიუროს პერსონალის შრომითი ანაზღაურება განისაზღვრება ცენტრის შემოსავლების მიხედვით;
3.8 იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ხელშეკრულებების გაფორმება ხორციელდება უნივერსიტეტში მიღებული წესის და ფორმების შესაბამისად;
3.9 ბიუროს ხელმძღვანელი ყოველი საფინანსო წლის ბოლოს ანგარიშს აბარებს სტუ-ს აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტს, აკადემიურ საბჭოს და სენატს.
4. ბიუროს ქონება, ფინანსები და დაფინანსების წყაროები
4.1. ბიურო განლაგებულია მისამართზე: 0175 თბილისი, კოსტავას ქ.#75, სტუ-ს მე-8 სასწავლო კორპუსი, ოთხი 405;
4.2. ბიურო საქმიანობას წარმართავს თვითდაფინანსების პრინციპით. ამავე დროს ის არ არის საფინანსო-საგადასახადო სისტემის განცალკევებული სუბიექტი და წარმოადგენს უნივერსიტეტის საფინანსო სისტემის ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს.
ბიუროს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ფინანსური ურთიერთობის რეგულირების პოლიტიკას (წესს) განსაზღვრავს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს სენატი, რომლის საფუძველზეც საგეგმო-საფინანსო დეპარტამენტი ეწევა ფინანსურ მენეჯმენტს.
4.3 სამუშაოების წარმოების საფუძველს წარმოადგენს ბიუროს უფროსის წარდგინების საფუძველზე დამკვეთსა (შემსრულებელსა) და უნივერსიტეტს შორის დადებული ხელშეკრულება;
4.4 გაწეული სამუშაოს ანაზღაურება წარმოებს ხელშეკრულების საფუძველზე;
4.5 ფინანსური და საბუღალტრო ანგარიშგების ფორმები, ხელშეკრულებები, სამუშაოს მიღება-ჩაბარების აქტები და მისთ., რეგულირდება სტუ-ს შიდა ადმინისტრაციული აქტებით.
5. ბიუროს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
5.1 ბიუროს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება სტუ-ს შესაბამისი ადმინისტრაციული აქტებით დადგენილი წესის შესაბამისად;
6. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
6.1 დებულებაში ცვლილებებსა და დამატებებს შეიმუშავებს ბიუროს უფროსი, რასაც განიხილავს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს უნივერსიტეტის სენატი.
7. დასკვნითი დებულებები
7.1 წინამდებარე დებულება ძალაში შედის უნივერსიტეტის სენატის მიერ დამტკიცებისთანავე.
თქვენ აქ ხართ: Home ჩვენს შესახებ