პროფესიული კონსულტაციები ენერგეტიკის სფეროში:

• სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტები, როგორც გარემოს გაჭუჭყიანების წყაროები;
• წვის ელემენტარული პროცესები და ენერგეტიკული დანადგარების გარემოსთან ურთიერთქმედების მოდელები;
• ენერგეტიკული ობიექტებიდან ატმოსფეროში გამოტყორცნილი მინარევების დახასიათება;
• ენერგეტიკული დანადგარების ექსპლუატაციის დროს წარმოქმნილი
წვის აირად ნაწარმში მყოფი მავნე–ტოქსიკური აირების და მყარი ნაწილაკების ატმოსფეროში გამოტყორცნის შემცირების გზები;
• ენერგეტიკული დანადგარების ექსპლუატაციის გამოწვეული ზემოქმედება ჰიდროსფეროზე და მისი დაცვა;
• ენერგეტიკული დანადგარების სითბური ზემოქმედება გარემოზე.

კონსულტაციები ნახშირორჟანგის ემისიებზე:

• ქალაქებისა და სამრეწველო აგლომერაციების გარემოსდაცვითი;
• ეკოლოგიური პრობლემების ზოგადი ანალიზი;
• გარემოსდაცვითი სისტემურ-ტექნოლოგიური ანალიზი;
• სტატისტიკური მოდელირების საფუძვლები და მონაცემების დამუშავება;
• მდგრადობის მოდელი გარემოსდაცვით სფეროში;
• ეკოლოგიური მაჩვენებლების ეფექტური მეთოდების შერჩევა;
• თბომომარაგების სხვადასხვა მეთოდების ეკოლოგიური ასპექტები;
• გარემოსდაცვითი სტრატეგიის მეთოდოლოგიური საფუძვლები;
• სისტემურ-სტრუქტურული ოპტიმიზაციის საფუძვლები გარემოსდაცით ტექნოლოგიებში;
• გარემოს გაჭუჭყიანების კონტროლის მეთოდები;
• ენერგოდანადგარების გარემოზე ზეგავლენის ახალი მეთოდების დამუშავება;
• ახალი ენერგოობიექტების მშენებლობის და მოქმედი ობიექტების ეკოლოგიური ასპექტები;
• გარემოსდაცვითი თანამედროვე ტექნოლოგიების დამუშავება ენერგეტიკაში და ეკოლოგიის სამართლებრივი სტატუსის განმტკიცების საფუძვლები;
• ეკოლოგიურ—სანიტარული სისუფთავის თანამედროვე მოთხოვნები და სტანდარტები ენერგეტიკული დანადგარებისათვის;
• ეკოლოგიური სანქციების მექანიზმის ფორმირება საბაზრო ეკონომიკის გათვალისწინებით. გარემოს პოტენციური შესაძლებლობების და
ბუნებრივი რესურსების რაციონალური სარგებლობის უზრუნველყოფა;
• გარმოსდაცვითი ტექნოლოგიების ახალი სტრუქტურები და სისტემის მართვის სრულყოფა.
• უნარჩენო თბოტექნოლოგიური სისტემების ტექნიკურ-ეკონომიკურ-ეკოლოგიური მაჩვენებლები.
• ახალი ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების დანერგვა.

კონსულტაციები განახლებად და მწვანე ენერგიებზე:

• ენერგიის არატრადიციული წყაროების გამოყენების პერსპექტივები საქართველოში;
• მზის ბრტყელი კოლექტორების მახასიათებლები და მუშაობის რეჟიმები;
• მზის კოლექტორების წარმადობა და დატვირთვის გრაფიკი;
• ჰელიოენერგეტიკულ სისტემებში გამოყენებული ენერგიის აკუმულატორები;
• მზის წყალგამაცხელებელი სისტემის მუშაობის რეჟიმები
და მახასიათებლები;
• მზის ენერგიაზე მომუშავე გაციების სისტემები;
• გეოთერმული ენერგიის გამოყენება სოფლის მეურნეობაში;
• გეოთერმული წყლების, გამოყენება მედიცინაში დაქიმიურ მრეწველობაში;
• გეოთერმულ დანადგარებში მარილის დალექვის პრობლემებიდა მისგან გაწმენდის მეთოდები;
• ბიოგაზის დანადაგარის აღწერა და მისი მუშაობის რეჟიმები;
• ქარის ენერგოდანადგარების შეთანწყობა ჰიდროსააკუმულაციო ელექტროსადგურთან;
• წყალბადის ენერგეტიკა. წყალბადი და მისი თვისებები. წყალბადის მიღების ხერხები;
• მაგნიტოჰიდროდინამიკური, თერმოემისიური და თერმოელექტრული გენერატორები

 კონსულტაციები ენერგოპროექტებზე

• ენერგოკონტრაქტების ანალიზი და რჩევები;
• საკანონმდებლო და მარეგულირებელი რჩევები;
• ენერგეტიკული პროექტების მენეჯმენტის სამართებლივი რისკები;
• საქართველოში გარემოს დაცვის სამართლის, როგორც სამართლის დარგის განვითარება;
• საზოგადოებაში გარემოს დაცვის ცნობიერების ამაღლება და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.

logo tempus

ტემპუსის პროექტი
"რეგიონალური ინტერდისციპლინარული სწავლება ენერგეტიკასა და გარემო დაცვის სამართალში"

logo gtu ge