gia-arabidzeგია არაბიძე

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ენერგეტიკის ფაკულტეტი. 1972-73 წწ. მუშაობდა რუსთავის მეტალურგიული ქარხნის თბოელექტროცენტრალში ცვლის უფროსად. 1973 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეორიული და ზოგადი თბოტექნიკის და თბოენერგეტიკული დანადგარების კათედრაზე ლაბორატორიის გამგედ, ასისტენტად. 1998-2005 წლებში ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილეა, 2005 წლიდან ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი. ტ.მ.კ. (1987). ტ.მ.დ. (2004). დოცენტი (1987), სრულიპროფესორი (2004). კითხულობს ლექციებს შემდეგდის ციპლინებში: „თბოენერგეტიკული დანადგარები“, `სათბობი და წვისთეორია~ „საქვაბედანადგარები და ორთქლგენერატორები“, `თბოენერგეტიკული დანადგარების გავლენა გარემოზე და მისიდაცვა~. არის 115-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი, მათშორის 18 სახელმძღვანელო და 5 მონოგრაფიაა. 2005წ. მისი თანაავტორობით გამოცემულმა სახელმძღვანელომ „საქვაბედანადგარები“ მოიპოვა საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრემია.
თანამშრომლობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კომპანიებთან და ინვესტორებთან. მისი მონაწილეობით ქ. თბილისში და საქართველოს სხავადასხვა რეგიონებში განხორციელდა ენერგოეფექტურობის საპილოტო პროექტები, დაინერგა ენერგო დამზოგი ტექნოლოგიები საყოფაცხოვრებო, სასწავლო-საგანმანათლებლო, სამედიცინო, კომერციულ და სამრეწველოსექტორებში. მონაწილეობსსაერთაშორისო-სამეცნიერო და საერთაშორისო-საგანმანათლებო პროექტებში, როგორებიცაა: ხელშემწყობი გარემოს შექმნა ქვეყანაში ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შემოსატანად და შესაბამისი პროექტების განსახორციელებლად. UNDP/GEF – საქართველოს მთავრობის ერთობლივი პროექტი GEO/96/G31, კლიმატისცვლილებისეროვნულისააგენტო, 2002; Economic Crime in the Energy Sector (Power Engineering),American University.Transnational Crime & Corruption Center. Georgian Money Laundering Project. ` Economic Crime & Money Laundering in Georgia””;თბური და ატომური ელექტროსადგურები სუსაფრთხო და საიმედო მუშაობის პრობლემები (ГКНТСССР№211/425. 06.11.81. № проблемыОЦ. 001.01. 03Н03. Минэнерго СССР № Ц.П.0503 TEMPUS-TACIS. საინჟინრო_სასწავლო გეგმების რეკონსტრუქცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში T-JEP-10224-96.
2009-2013 წლებში მისი მონაწილეობით შესრულებული იქნა შემდეგი პროექტები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; პროექტი: ენერგიის სამომხმარებლო მენეჯმენტიN ECI-EDU-GA-05. Advanced Engineering Associates International, Inc., დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ენერგეტიკის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროექტის დირექტორი: საქართველოს ინჟინერ-ენერგეტიკოსთა ასოციაცია; პროექტი: ენერგიის ალტერნატიული წყაროების ტეფანწმინდის რაიონისათვისN No. ECI-GA-R2-06. Advanced Engineering Associates International, Inc., დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ენერგეტიკის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროექტის კონსულტანტი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი; პროექტი: ენერგიის მოხმარების მონიტორინგის სისტემის შექმნა საქართველოს ტექნიკურ იუნივერსიტეტისათვის, პროექტის მენეჯერი; საქართველოს ინჟინერ-ენერგეტიკოსთა ასოციაცია; პროექტი: No. ECI-G-1.Advanced Engineering Associates International, Inc., დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ენერგეტიკის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროექტის დირექტორი: საქართველოს ინჟინერ-ენერგეტიკოსთა ასოციაცია; პროექტი: გორი-იგოეთის მაგისტრალის განათება მზისენერგიითN No. ECI-G-1. Advanced Engineering Associates International, Inc., დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ენერგეტიკის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროექტის დირექტორი: საგრანტო კონსორციუმი; პროექტი: საგანგებო სიტუაციების რეაგირების გეგმა და ნორმატიული ბაზის შექმნა საქართველოს ენერგო სექტორისათვისN No. ECI-GA-28. Advanced Engineering Associates International, Inc., დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ენერგეტიკის შესაძლებლობების გაძლიერების პროექტის ფარგლებში, პროექტის ექსპერტი; საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისათვის; პროექტი: საბაკალავრომოდული. `საყოფაცხოვრებო, რეკრიაციული და სამრეწველო ობიექტების ენერგოუზრუნველყოფა განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით~. # AID-114-A-00-05-00106 (6371-12-07) დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ჭინროცკ Winrock International Institute For Agricultural Development II ფარგლებში: საქართველოს ინჟინერ-ენერგეტიკოსთა ასოციაცია; პროექტი: ნარჩენი ბიომასისენერგეტიკული პოტენციალის შეფასება საქართველოსათვის და მისი რეალიზაცია ნატახტარის საბაზოსკოლის გათბობის საპილოტო პროექტში. # AID-114-A-00-05-00106-00 (6371-12-13) ) დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ ჭინროცკ Winrock International Institute For Agricultural Development II ფარგლებში: პროექტის დირექტორი.
არის საქართველოს საინჟინრო და ენერგეტიკის აკადემიის წევრი. საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების (ქ. ატლანტა) ინჟინერ-ენერგეტიკოსთა ასოციაციის წევრი. სერტიფიცირებული ენერგომენეჯერი. 2003 წ. დაჯილდოვდა ,,ღირსების მედლით’’.
სამეცნიერო კვლევის სფეროებია: ენერგეტიკული კრიზისები და მათი დაძლევა; თბოენერგეტიკის ეკოლოგიური პრობლემები; არატრადიციული ენერგეტიკა; ენერგოდამზოგი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, ენერგეტიკა და გარემოს დაცვა.

 

tengiz-jishkarianiთენგიზ ჯიშკარიანი

თენგიზ ჯიშკარიანი არის ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიისაკადემიკოსი და ამავე აკადემიის პრემიის ლაურეატი,სერტიფიცირებული ენერგომენეჯერი და ენერგოაუდიტორი,საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების (ქ.ატლანტა) ინჟინერ-ენერგეტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის წევრი. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე მეცნიერების დარგში.
საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობას იწყებს თბილისის შრომის დაცვის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის „სითბური დაცვის“ ლაბორატორიაში ინჟინრად. 1969 წლიდან დღემდე მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეორიული და ზოგადი თბოტექნიკის და თბოენერგეტიკული დანადგარების კათედრაზე ჯერ უფროსი ლაბორანტის, შემდეგ ასისტენტის, 1986 წლიდან დოცენტის, ხოლო 2006 წლის სექტემბრიდან პროფესორის თანამდებობაზე.
1979-1982 წლებში, როგორც ასპირანტი, მივლინებული იყო ქ.მოსკოვში, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მაღალ ტემპერატურათა ინსტიტუტში (ИВТ АН СССР). 1984 წელს, ქ.ნოვოსიბირსკში, სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის განყოფილების თბოფიზიკის ინსტიტუტში (ИТФ СО АН СССР) იცავს საკანდიდატო დისერტაციას თემაზე: «Закризисный теплообмен при низких давлениях и малых массовых скоростях», რომელიც ეძღვნება თბო- და ატომურ ელექტროსადგურებში ორთქლწარმომქმნელი ხურების ზედაპირების საიმედო მუშაობის უზრუნველყოფას.
2006 წელს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში თ.ჯიშკარიანი იცავს სადოქტორო დისერტაციას თემაზე: `მრავალპროფილიანი კომბინირებული თბოელექტროდსადგურის ენერგოეკონომიკური დასაბუთება ტყიბული-შაორის საბადოს ქვანახშირების შიგაციკლური გაზიფიკაციის ბაზაზე“, რომელშიც დასაბუთებულია საქართველოში ადგილობრივი სათბობ-ენერგეტიკული რესურსების ეფექტური გამოყენების შესაძლებლობები.
თ.ჯიშკარიანი წლების მანძილზე კითხულობს ლექციებს კათედრის მაპროფილებელ დისციპლინებში, ხელმძღვანელობს დოქტორანტებისა და მაგისტრანტების სამეცნიერო მუშაობას და სადოქტორო და სამაგისტრო სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამებს, არის ევროკავშირის საერთაშორისო საუნივერსიტეტო პროგრამა TEMPUS -ის წარმომადგენელი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და 120-ზე მეტი სამეცნიერო შრომის ავტორი (მათ შორის 17 სახელმძღვანელო, 4 მონოგრაფია და 6 მეთოდური მითითებაა). 2005 წელს, მისი თანაავტორობით გამოცემულ სახელმძღვანელოს „საქვაბე დანადგარები“ მიენიჭა საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრემია.
თ.ჯიშკარიანი, როგორც ექსპერტი, კონსულტანტი, მენეჯერის ასისტენტი და ძირითადი შემსრულებელი, აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, კომპანიებთან, კონტრაქტორებთან, ინვესტორებთან და პარტნიორებთან. სხვადასხვა დროს მონაწილეობდა საქართველოში განხორციელებულ U USAID -ის პროგრამებში (`თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა“, `ენერგეტიკის განვითარება სოფლად“, `ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობის გაუმჯობესების პროექტი“, `ენერგოეფექტურობის პროგრამა“ და სხვ.), ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, BPB BP -ის, STATOIL -ის, ` HeidelbergCement in Georgia”-ს, შპს “ჯეოინჟინირინგის”, შპს `საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“, `საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის“, `საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“, `საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ და `საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის” მიერ დაფინანსებულ პროექტებში. U USAID-ის კონტრაქტორებთან - PA PA Consulting Group, Hagler Bailly Co და Winrock International, ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა” და კავშირთან `ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო” ერთად, მისი უშუალო მონაწილეობით ქ.თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განხორციელდა ენერგოეფექტურობის 40-მდე საპილოტო პროექტი და დაინერგა ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები საყოფაცხოვრებო, სასწავლო-საგანმანათლებლო, სამედიცინო, კომერციულ და სამრეწველო სექტორებში.
მისი სამეცნიერო კვლევის სფეროებია: კომბინირებული ციკლით მომუშავე თბოელექტროსადგურები; მყარი სათბობის წვის თანამედროვე ტექნოლოგიები; თბოენერგეტიკული დანადგარების ექსპლუატაციისა და ოპტიმიზაციის პრობლემები; ენერგოდამზოგი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები; ენერგიის განახლებადი რესურსები; ენერგომენეჯმენტი, ენერგოაუდიტი.
Hagler Bailly Co (USAID), PA Connsulting Group (USAID), Winrock International(USAID), ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრო,. „ STATOIL”, საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის სამინისტრო, ““BP”, GeoEngineering Ltd,HeidelbergCement in Georgia, აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი - CRDF, აშშ-ს სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი – GNSF, საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლო-გიური განვითარების ფონდი – GRDF, შპს `საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია“, კავშირი `ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველო”, `საქართველოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტი“, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფონდის”, ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივა”: ენერგოეფექტურობის საპილოტო პროექტების განხორციელება და ენერგო დამზოგი ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოს ქალაქებისა და რეგიონების საყოფაცხოვრებო, სასწავლო-საგანმანათლებლო, სამედიცინო, კომერციულ და სამრეწველო სექტორებში. თბილსრესის, ტყიბულის თესის, რუსთავისა და კასპის ცემენტის ქარხნების, აგარის, გურჯაანისა და ქობულეთის წვენების ქარხნების თბოენერგეტიკული დანადგარების რეკონსტრუქცია-მონტაჟი და თბომეურნეობის რეაბილიტაცია. (პროექტის მენეჯერის ასისტენტი, ექსპერტი, კონსულტანტი, ძირითადი შემსრულებელი). 

 

maka-giduashviliმაკა გუდიაშვილი

1990 წლიდან მუშაობს ტექნიკური უნივერსიტეტში ჯერ უფროსი ლაბორანტის, ასისტენტის, შემდეგ დოცენტის თანამდებობაზე. 2006 წლიდან იკავებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობას.
მან 1987 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ენერგეტიკოსის კვალიფიკაციით და სპეციალობით ,,სამრეწველო საწარმოთა, ქალაქებისა და სოფლების ელექტრომომარაგება".
1995-1998 წლებში იყო ეკონომიკის სამინისტროს თანარსებული ეკონომიკური და სოციალური პრობლემების სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის მაძიებელი. 1999 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: ,,საქართველოს ელექტროენერგეტიკის ძირითადი ფონდების გამოყენების გაუმჯობესების მიმართულებები საბაზრო ეკონომიკის პირობებში." მიენიჭა ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო წოდება, სპეციალობით: ,,სამრეწველო საწარმოთა ეკონომიკა". 2003 წელს მიენიჭა დოცენტის სამეცნიერო წოდება.
მაკა გუდიაშვილი არის რამდენიმე სამეცნიერო შრომის ავტორი, მათ შორის რამდენიმე სახელმძღვანელოსი და სასწავლო-მეთოდური ლიტერატურის.
მიღებულია ქვსსამეცნიერო დარგობრივი პრემია, არის საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის 2007 წლის პრემიის ლაურეატი მისი თანაავტორობით გამოცემული სახელმძღვანელოსთვის „სათბობ-ენერგეტიკულიკომპლექსისსაწარმოთაეკონომიკა”.
2009-2012 წლებში გამართულ USAID/CAUCASUS ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობების გაუმჯობესების (TECI) და INOGATE/SEMISE – ს პროექტების ტრეინინგებში მონაწილეობისთვის მიღებული აქვს სერტიფიკატები.
მაკა გუდიაშვილი არის საერთაშორისო ინჟინერ ენერგეტიკოსთა ასოციაციის AEE (ინტერნაციონალი III) წევრი, აშშ, ქ. ატლანტა.
მაკა გუდიაშვილის სამეცნიერო კვლევის სფეროა ენერგეტიკული საწარმოების ეკონომიკა და მენეჯმენტი.სასწავლო დისციპლინები, რომელთაც უძღვება ბაკალავრიატში, მაგისტრატურაში და დოქტორანტურაში არის: ეკონომიკა და მართვა ენერგეტიკაში, ენერგეტიკული წარმოების დაგეგმვა-განვითარება, ენერგომენეჯმენტის პრინციპები, ენერგეტიკული უსაფრთხოება; ენერგეტიკის ეკონომიკა; მენეჯერული ეკონომიკა.

 

zumburidzeოთარ  ზუმბურიძე
1962 წელს დაამთავრა ქ. თბილისის 51-ე საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა 1968 წელს და მიენიჭა ელექტროინჟინრის კვალიფიკაცია.
1969 წელს მუშაობა დაიწყო რესპუბლიკური ტელე-რადიოცენტრის ინჟინრად, შემდგომ უფროს ინჟინრად.
1970 წლის სექტემბრიდან მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის მრავალარხიანი ელექტროკავშირგაბმულობის კათედრის ასისტენტად, შემდგომ უფროს მასწავლებლად, დოცენტად, პროფესორად. ამჟამად მუშაობს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის, ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის სრულ პროფესორად.
1975 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1993 წელს სადოქტორო დისერტაცია თემაზე: `სატელევიზიო გამოსახულების ვექტორული კვანტირება~.
1994 წლიდან 2005 წლამდე მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სასწავლო-მეთოდური სამმართველოს უფროსად, ხოლო 2005 წლიდან 2006 წლის ივლისამდე სტუ-ს აკადემიური პროცესების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსად.
2006 წლის ივლისიდან 2007 წლის მარტამდე მუშაობდა სტუ-ს რექტორის მრჩეველად, ხოლო 2007 წლის მარტიდან ივლისამდე, სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების უფროსად.
2007 წლიდან დღემდე არის სტუ-ს ტელეკომუნიკაციის დეპარტამენტის სრული პროფესორი.
2009 წლიდა დღემდე არის სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსი.
1977-1978 წლებში სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში, ლონდონის უნივერსიტეტის სამეფო კოლეჯში.
1994-2007 წლებში მუშაობდა საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სატელეკომუნიკაციო კომპანიის, `საქართველოს ტელეკომის~ მარკეტინგის დირექტორად, პრეზიდენტად, გენერალურ დირექტორად.
ო. ზუმბურიძე არის 90 სამეცნიერო და მეთოდური ნაშრომის ავტორი. შრომები გამოქვეყნებული აქვს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის აშშ, იტალია, შვეიცარია, საფრანგეთი, იორდანია, ჩინეთი, უნგრეთი, ლატვია, რუსეთი, ინგლისი და სხვ.
არის საქართველოს საინჟინრო აკადემიის, ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო აკადემიის წევრი, ამერიკის ელექტრონიკისა და ელექტროტექნიკის ინსტიტუტის (IEEE), ამერიკის სამეცნიერო საზოგადოება SigmaXi წევრი. აგრეთვე, რიგი საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტების ხელმძღვანელი და კოორდინატორი.
1998 წელს დაჯილდოვდა საქართველოს `ღირსების მედლით~, ხოლო 2005 წელს `ღირსების ორდენით~.
არის დაოჯახებული, ჰყავს მეუღლე და ვაჟი.

logo tempus

ტემპუსის პროექტი
"რეგიონალური ინტერდისციპლინარული სწავლება ენერგეტიკასა და გარემო დაცვის სამართალში"

logo gtu ge