საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში (შემდგომში – სტუ) თვითდაფინანსებაზემყოფი საფაკულტეტო სასწავლო/სამეცნიერო ერთეული – "ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამართლის საკონსულტაციო ბიურო“ (შემდგომში: ბიურო) შექმნილია და დამტკიცებულია სტუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ივნისის #940 დადგენილებით და სტუ-ს სენატის 2013 წლის 3 ივლისის #3 გადაწყვეტილებით; ბიურო შექმნილია TEMPUS -ის პროგრამის,,ინტერდისციპლინარული სამაგისტრო პროგრამა ენერგეტიკასა და გარემოს დაცვის სამართალში“ ფარგლებში და წარმოადგენს სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის ფინანსურად დამოუკიდებელ (თვითდაფინანსების პრინციპით მოქმედ) სტრუქტურულ ერთეულს.
ბიურო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის, სტუ-ს წესდების, წინამდებარე დებულების, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
ბიურო მოქმედებს თვითდაფინანსების პრინციპით, ის შუამდგომლობს უნივერსიტეტის წინაშე შეკვეთებისა და შესაბამის ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით, მისი დებულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად;
საჭიროების შემთხვევაში, ბიურო შუამდგომლობს უნივერსიტეტის წინაშე, როგორც საქართველოს, აგრეთვე სხვა ქვეყნის სპეციალისტების მოწვევის და მათთან სათანადო შრომითი ხელშეკრულებების გაფორმების თაობაზე;
რექტორის, შესაბამისი დარგის რექტორის მოადგილის, აკადემიური საბჭოს ან სენატის მოთხოვნით შეიძლება ჩატარდეს ცენტრის ანგარიშის რიგგარეშე განხილვა.

logo tempus

ტემპუსის პროექტი
"რეგიონალური ინტერდისციპლინარული სწავლება ენერგეტიკასა და გარემო დაცვის სამართალში"

logo gtu ge