საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის აკადემიური წრეების თანამშრომლობის გაღრმავება ევროპულ უნივერსიტეტებთან, რაც ითვალისწინებს:
• გამოცდილების გაზიარებას ევროპული სტანდარტების სფეროში;
• საბაზრო ეკონომიკის შესაბამისი საგანმანათლებლო დღის წესრიგისა და პროგრამების შემუშავებას;
• თანამედროვე ლიტერატურის შექმნას;
• მასწავლებელთა უნარჩვევების ამაღლებაზე გამიზნული ტრენინგების ჩატარებას;
• სტუდენტთა სწავლას უცხოეთში;
• ფაკულტეტის მართვის გაუმჯობესებას;
• ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებასა და განვითარებას;
• ფაკულტეტის არააკადემიური თანამშრომლების მომზადებას.
ერთობლივი პროექტების განხილვა და სტრუქტურული ღონისძიებების განხორციელება, რომელთა მიზანია:
• უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის გაუმჯობესება ან აკადემიური პროგრამების დახვეწა;
• უმაღლესი განათლების სისტემის ხარისხის გაზრდა და ევროკავშირში მიმდინარე პროცესებთან მათი კონვერგენცია.

ევროპულ უნივერსიტეტებთან სამეცნიერო, საგანმანათლებლო, ტექნიკური და ეკონომიკური სახის ინფორმაციისა და მონაცემების ურთიერთგაცვლა:
• ენერგეტიკის სფეროში;
• ნახშირორჟანგის ემისიებზე;
• განახლებად და მწვანე ენერგიებზე:
• ენერგოპროექტებზე;
• ენერგოკონტრაქტებზე;
• ენერგეტიკული პროექტების მენეჯმენტის სამართებლივ რისკებზე;
• საქართველოში გარემოს დაცვის სამართლის, როგორც სამართლის დარგის განვითარებაზე;
• საზოგადოებაში გარემოს დაცვის ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე.

logo tempus

ტემპუსის პროექტი
"რეგიონალური ინტერდისციპლინარული სწავლება ენერგეტიკასა და გარემო დაცვის სამართალში"

logo gtu ge